დასახელება:
ბიზნეს-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
აწარმოე საქართველოში
|
გამოქვეყნდა: 17 ივნისი
/ ბოლო ვადა: 29 ივნისი
|
2021 წლის 17 მაისს საქართველოს და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტის (Georgia Relief and Recovery for Micro, Small, and Medium Enterprises Project) ფარგლებში გაფორმებული სასესხო შეთანხმების შესაბამისად (სესხის ნომერი: 9239-GE) სააგენტო "აწარმოე საქართველოში" პასუხისმგებელია პროექტის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) ფინანსური დახმარების კომპონენტის განხორციელებაზე. სასესხო შეთანხმების ერთერთ მიმართულებას წარმოადგენს "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტი". პროექტის მიზანია თბილისში და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნეს უნარების განვითარების მხარდაჭერის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, რაც ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას.
პროექტის ფარგლებში, სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს გამარტივებულ კონკურსს ახალციხის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე;
ფუნქცია-მოვალეობები:
** "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტის" მიზნების, მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, პოტენციური ან/და არსებული მეწარმეების საქმიანობის დიაგნოსტირება, პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/მიწოდება;
** ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივი ბაზრის ტენდენციების შესახებ პირველადი ინფორმაციის შეგროვება;
** ადგილობრივი ბიზნესის სუბიექტების შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება და საჭიროებისამებრ ანგარიშის მომზადება;
** პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა;
** ბიზნეს უნარების განვითარების მიზნით, პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზების პროცესში მონაწილეობა;
** თანამშრომლობის განვითარების პროცესში მონაწილეობა როგორც ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ უწყებებსა და დონორ ორგანიზაციებთან;
** მეწარმე სუბიექტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნეს სფეროს სიახლეების შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერისთვის ანგარიშების მომზადება საჭიროების შესაბამისად;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის ან სხვა დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** მონაცემთა ანალიზის უნარი;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაცია/პრეზენტაციის უნარები;
** მაღალი ანალიტიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ახალციხე
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ახალციხის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს კონსულტანტი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 29 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადამიანური რესურსების მენეჯერს, მარიამ ნოზაძეს 599720112.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|