დასახელება:
ბუღალტერიის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
დაფნა
|
გამოქვეყნდა: 16 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.
საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერიის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად ადგილობრივი შესყიდვების აღება წარმოების მარაგების შემოსავალში და აღნიშნულზე წარმოების საწყობთან საქონლის რაოდენობისა და ასორტიმენტის შედარება ფაქტურისა და ბუღალტრულს შორის
** წარმოების დანახარჯების დამუშავება/გამოყვანა და მათი ასახვა პროგრამაში
** შესყიდვებზე წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციებისა და დღგ-ის ანგარიშფაქტურების სისწორის კონტროლი და პროგრამაში ასახვა
** საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების ატვირთვა rs.ge-ზე და მომხმარებელთან გადაგზავნა
** ყოველდღიურად, იმპორტირებული და ადგილობრივი შესყიდვების აღება შემოსავალში და მათზე ზედნადები ხარჯების დარიცხვა, ცენტრალურ საწყობთან საქონლის რაოდენობისა და ასორტიმენტის შედარება ფაქტურისა და ბუღალტრულს შორის
** ექსპორტის და იმპორტის ასახვა პროგრამაში
** წლიური და ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში ჩართულობა
თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, საბუღალტრო/ საფინანსო მიმართულებით (მისაღებია სხვა ტიპის უმაღლესი განათლება ACCA საჭირო რაოდენობის სერტიფიკატების და შესაბამისი გამოცდილების არსებობის შემთხვევაში)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 5 წელი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 13.07.2025
|
|
|
|