დასახელება:
ლაზეროთერაპევტი
|
მომწოდებელი:
კანი ესთეტიკი
|
გამოქვეყნდა: 15 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივლისი
|
"კანი ესთეტიკი" აცხადებს ვაკანსიას ლაზეროთერაპევტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ლაზერული ეპილაციის ჩატარება;
** მომხმარებლების კონსულტაცია და პროცედურის შერჩევა მათი კანის ტიპის მიხედვით;
** უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
** ტექნიკის სწორი გამოყენება და მოვლა.
მოთხოვნები:
** ლაზეროთერაპიის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
** შესაბამისი კურსის ან სერტიფიკატის ქონა;
** მომხმარებლებზე ორიენტირებულობა და კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული დამოკიდებულება სამუშაოსადმი.
რას გთავაზობთ:
** კომფორტული და თანამედროვე გარემო;
** მეგობრული გუნდი;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.
სამუშაო ადგილი: გიორგი სააკაძის დაღმართი 11
გრაფიკი: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@kani.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|