დასახელება:
სპეციალური განათლების პედაგოგი
|
მომწოდებელი:
კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის
|
გამოქვეყნდა: 14 ივნისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
კოალიცია "სოციალური რეფორმებისათვის" აცხადებს ვაკანსიას აბაშაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის, სპეციალური განათლების პედაგოგის პოზიციაზე. (პროფესიული ზრდის პერსპექტივით).
ადგილმდებარეობა: აბაშა, უჩა კაჭარავას ქუჩა #5
სამუშაო დატვირთვა: 11:00 დან 17:00მდე (უქმე დღეების გარდა)
ცოდნა და კვალიფიკაცია:
** სასურველია: პედაგოგიური ფაკულტეტის (ან მომიჯნავე) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის დიპლომი;
** სასურველია ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ასევე საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სწრაფი რეაქციები, სისხარტე, მოქნილობა;
** ცოდნა.გუნდური მუშაობის და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** ბავშვის ისტორიის წარმოება;
** 6-დან 18-წლამდე ბავშვების შეფასება და შეფასების შედეგად გამოვლენილი უნარებისა და დეფიციტური უნარების განვითარების მიზნით ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
** ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის განხორციელება მშობელთან/ძირითად მომვლელთან ერთად;
** რეკომენდაციების შემუშავება და ბავშვთან მუშაობის ტექნიკის/მეთოდების გაცნობა;
** შშმ ბავშვებთან ყოველდღიური სასწავლო პროგრამის განხორციელება;
** ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩართვის ხელშეწყობა, ადაპტაციის ეტაპზე ბავშვის მხარდაჭერა, პედაგოგების კონსულტაცია;
** საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება;
** ორგანიზაციის და დღის ცენტრის შინაგანაწესის და სტანდარტის დაცვა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: cofosore@gmail.com საბუთების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 30 ივნისი.
დამატებით კითხვებისთვის დარეკეთ: 593147805
|
|
|
|