Робота для біженців з України
ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
ა (ა)იპ "მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქციები:

** IT პროექტის/პროდუქტის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება და შესაბამისი გუნდის მართვა;
** არსებული და ახალი ბიზნეს-პროცესების ანალიტიკური მხარდაჭერა, ბიზნეს მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკური დავალებების შემუშავება და შესრულების პროცესის მონიტორინგი.
** ბიზნეს მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე საინფორმაციო სისტემაში ცვლილებების განსახორციელებლად პროცესის flowchart დიაგრამების (BPMN სტანდარტით) აგება;
** საინტეგრაციო სერვის-პროტოკოლის დოკუმენტის შემუშავება.
** სერვისების ტესტირებისა და საინტეგრაციო პროცესების ანალიზის მიზნით API ინსტრუმენტებთან და მესიჯ-ბროკერებთან მუშაობა.
** რელაციურ მონაცემთა ბაზასთან მუშაობა.
** მონაცემების Machine-Readable ფორმატებთან მუშაობა.
** პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში დაფიქსირებული ინციდენტების, ბიზნეს მოთხოვნებისა და სერვის მოთხოვნების მართვა და შესრულების მონიტორინგი ITIL & ITSM მიდგომებით.
** ტესტირების დეტალური გეგმის შემუშავება და ტესტირების პროცესის მხარდაჭერა.
** ციფრული სისტემის განვითარების მიზნით ცვლილებებისა და დამატებების იდენტიფიცირება;
** მომხმარებლის სახელმძღვანელოს შექმნა და მომხმარებლებისათვის ტრეინინგების ჩატარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ბიზნეს-ანალიტიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

კომპეტენციები და უნარები:

** ანალიტიკური, პრობლემების გადაწყვეტისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
** შემოქმედებითი აზროვნება და სირთულეების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** პუნქტუალობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი;
** მზაობა ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისთვის.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება

გთხოვთ, გამოგზავნოთ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: hr@msda.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ბიზნეს ანალიტიკოსი.

რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე