დასახელება:
IT სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სადაზღვევო კომპანია ალფა
|
გამოქვეყნდა: 13 ივნისი
/ ბოლო ვადა: 13 ივლისი
|
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციის ობიექტებში კომპიუტერული ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის, ციფრული კამერების, სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობის მონტაჟი, გამართვა, კონფიგურირება;
** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული პროგრამების ინსტალაცია და მხარდაჭერა;
** თანამშრომლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის ტექნიკური და პროგრამული პრობლემების მოგვარებაში (მათ შორის სატელეფონო).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებით);
** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** პროგრამების ინსტალაციის ცოდნა;
** პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
** სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა/პუნქტუალურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** დროის მართვის და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|