Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: CNK Hotel
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
ე. ტატიშვილის ქ. 10 მდებარე, 25 ნომრიანი სასტუმრო, ტერასით და ძველი თბილისის შესანიშნავი ხედებით, "CNK Hotel" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 5/2, 9 საათი
ანაზღაურება: 1500 ლარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება მინიმუმ 2 წლიანი ევროპულ სამზარეულოში და პიცაზე მუშაობის;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ:

** კონკურენტული ხელფასები;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები;
** სამუშაო გამოცდილების მიღება სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
** დინამიური სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევის დამატებითი პაკეტი;
** გასართობი სივრცეები, გუნდური ღონისძიებები, წვეულებები და მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@cnkmillennium.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანიამ შეიძლება დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში "მონაცემები") საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის შიგნით თქვენი კანდიდატურის შეფასების მიზნით. მონაცემთა დამუშავება განხორციელდება არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პერსონალური მონაცემების დამუშავება, როგორც ეს განსაზღვრულია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით, მოიცავს მონაცემებზე შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, როგორიცაა შეგროვება, მოძიება, შენახვა და ა.შ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე