დასახელება:
კომერციული დირექტორი
|
მომწოდებელი:
Infinity Ventures Holding
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
Infinity Ventures Holding (IVH) წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც წარმატებით ოპერირებს MEP (მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური სისტემების) საინჟინრო სფეროში.
ჰოლდინგის სტრუქტურაში აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:
** Layout Project - MEP სისტემების დიზაინი და პროექტირება;
** Baumer - MEP სისტემების მონტაჟი და ტექნიკური მომსახურება;
** Welt - MEP მასალებისა და აქსესუარების იმპორტი;
** Air Top - იაპონური HVAC ბრენდის Daikin-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ჩვენი გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
** გაყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება ჰოლდინგის სამივე კომპანიის მიმართულებით;
** ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზის საფუძველზე კომერციული მიმართულებების ოპტიმიზაცია;
** გაყიდვების გეგმის შედგენა თითოეული კომპანიის სპეციფიკის მიხედვით;
** კომერციული გუნდების სტრუქტურული მოდელის შექმნა სამივე კომპანიაში;
** კომერციული დირექტორებისა და ინდივიდუალური წარმომადგენლების შერჩევა, მათი მიზნებისა და მოტივაციის მართვა;
** პროცესების შექმნა და სტანდარტიზაცია გუნდებს შორის;
** KPI სისტემის შემუშავება — როგორც გუნდის, ისე ინდივიდუალური დონეზე. ასევე, შესრულების ანალიზი და შესაბამისი კორექტივების დროული განხორციელება;
** მონაცემთა ბაზებისა და პროცესების ოპტიმიზაცია SalesForce-ში;
** მჭიდრო თანამშრომლობა სამივე კომპანიის ტექნიკურ, ფინანსურ, მარკეტინგის და საოპერაციო დეპარტამენტებთან;
** ყოველთვიური და კვარტალური გეგმების შესრულების შეფასება;
** გაყიდვების დინამიკის ანალიზი და რეპორტინგი აღმასრულებელ გუნდთან;
** პროგნოზების შედგენა და რისკების მართვა.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება გაყიდვების/კომერციის მიმართულებით (სასურველია სამშენებლო სფეროში)
** გაყიდვების პროცესში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (С-level) ურთიერთობის გამოცდილება;
** გაყიდვების გუნდის მართვის გამოცდილება;
** გაყიდვების პროცესებისა და KPI-ის შექმნის გამოცდილება;
** CRM სისტემაში გაყიდვების პროცესის აწყობის გამოცდილება;
** გაყიდვების გეგმის შემუშავების გამოცდილება.
პროფესიული უნარები:
** სტრატეგიული ხედვა და ანალიტიკური აზროვნება
** ლიდერობა და გუნდის მართვის უნარი: გუნდის მოტივაცია, განვითარების ხელშეწყობა და ერთიანი მიზნისკენ წაყვანა სხვადასხვა კომპანიის ჭრილში.
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა
** სტრუქტურული და პროცესებზე ორიენტირებული აზროვნება
** მოლაპარაკებების და პრეზენტაციის უნარი
** სტრესის მართვის უნარი
** ციფრულ ინსტრუმენტებთან მუშაობის უნარი (ERP, CRM, Excel და ა.შ.)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ivh.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|