დასახელება:
IT სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯინო ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 09 ივნისი
/ ბოლო ვადა: 09 ივლისი
|
"ჯინო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპიუტერული ტექნიკის მხარდაჭერა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროგრამების, ანტივირუსების და ოპერაციული სისტემების ინსტალაცია;
** PBX სისტემის ადმინისტრირება;
** ქსელური საკაბელო სისტემის უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ქსელის მხარდაჭერა;
** პერიფერიული აპარატურის კომპიუტერებთან მიერთება და ინსტალაცია;
** რადიო სისტემებისა და აუდიოსისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ვიდეო-მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირება და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკის აღრიცხვა და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** Windows ოპერაციული სისტემის სრულყოფილი ცოდნა;
** ორგანიზატორული უნარები სხვადასხვა კომპლექსური საკითხების გადასაწყვეტად;
** მსგავს სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
საჭირო პიროვნული უნარები:
** კარგი კომუნიკაციური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი
დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|