Робота для біженців з України
კონსულტანტი - სითი მოლი საბურთალო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: რეგალია
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
სამგზავრო ინვენტარის შემომტანი კომპანია - "რეგალია" 2019 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვართ პირველი მულტიბრენდული კომპანია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას გააცნო ევროპული ბრენდების სამგზავრო ინვენტარი: WENGER, VICTORINOX, TRAVELITE, TITAN, SWISS GEAR, PIQUADRO, DOPPLER, TROIKA. ჩვენს მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ სრული სამგზავრო ეკიპირება: ჩემოდანი, ზურგჩანთა, ლეპტოპის ჩანთა, ქოლგა, საწვიმარი, სამგზავრო ჩანთა, მცირე ზომის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ჩანთა და სხვა აქსესუარები იმისათვის, რომ მოგზაურობა უფრო კომფორტული და მოხდენილი გახდეს.

https://www.regalia.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე სითი მოლი საბურთალოს ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
** სალაროსთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის/დამწყების დონეზე (MS Word, Excel).
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** მიზანსწრაფულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში 10 საათიანი სამუშაო დღე (1 საათი შესვენება)
** დასვენება ცვლების განაწილების მიხედვით საშუალოდ კვირაში 2-3 დღე.
** ანაზღაურება: საწყის ეტაპზე ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება, რომელსაც სამსახურის დაწყებიდან 2 თვეში ემატება ბონუსი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას
** კორპორაციულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
** მოქნილ საბონუსე სისტემას
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

კომპანია "რეგალიას" შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: tina.mikeladze@regalia.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მაღაზიის კონსულტანტი - თბილისი").

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "რეგალიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "რეგალიას" ბაზაში 1 წლის ვადით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე