Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=640324&print=yes&view=jobs
 
პროფესიული მოდულების მასწავლებელი - Frontend დეველოპმენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესიული მოდულების მასწავლებელი - Frontend დეველოპმენტი
მომწოდებელი: სქილვილ
გამოქვეყნდა: 09 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
"SKILLWILL" პროფესიული კოლეჯისთვის აცხადებს ვაკანსიას პროფესიულ საგანმანათლებლო მოდულების მასწავლებლების პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით - "Frontend დეველოპმენტი". ვეძებთ გამოცდილ დეველოპერებს, რომლებიც პროფესიული განათლების სივრცეში გააზიარებენ თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიებსა და საუკეთესო პრაქტიკებს სტუდენტებთან.

პროფესიული მოდულების მასწავლებელს მოუწევს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი მოდულის სწავლება:

** ვებ-გვერდის მარკირება და სტილებით გაფორმება;
** ვებ-გვერდის სტილიზაცია Sass/scss პრე-პროცესორისა და Tailwind ფრეიმვორკის გამოყენებით;
** ვებ-გვერდის ინტერაქტიურობისა და ეფექტების შექმნა JavaScript-ის საშუალებით;
** დინამიკური ვებგვერდის შექმნა TypeScript-ის საშუალებით;
** ვებგვერდის ინტერაქტიურობისა და ეფექტების შემუშავება React-ის საშუალებით;
** ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია;
** ვერსიების კონტროლი Git ტექნოლოგიის გამოყენებით;
** დარგობრივი ინგლისური ენა Frontend დეველოპმენტისთვის;
** პრაქტიკული პროექტი;
** ხელოვნური ინტელექტის გამოყენება Frontend დეველოპმენტში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უმაღლესი ან საშუალო პროფესიული დიპლომი, ან შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
** არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა და მათი სწავლისა და სწავლებისთვის გამოყენების უნარი;
** ინფორმაციის სტრუქტურირებული და გასაგებად გადმოცემის უნარი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროფესიულის სტუდენტებისთვის მოტივაციის ამაღლებისა და სწავლის ხელშეწყობის უნარი.
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
** საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: ბაზარზე არსებული კონკურენტული ხელფასი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები.

უპირატესობა მიენიჭებათ პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირებს.

შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან.

შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ წინასწარი შეთანხმება. კოლეჯში სწავლება დაიწყება 2025 წლის ნოემბერში.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ივნისი

გთხოვთ, რეზიუმე (ქართულ ენაზე), განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ (ამ უკანასკნელის წარმოდგენა შესაძლებელია გასაუბრებაზე) გამოაგზავნოთ მეილზე - college@skillwill.ge და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია