Робота для біженців з України
MEP გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: MEP გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: იმპოსტი MEP
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"იმპოსტი მეპ" არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას.

"იმპოსტი მეპ"-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სერვისებს:

** სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
** გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია;
** წყალარინების სისტემები;
** ელექტრობა და სუსტი დენები;

საინჟინრო კომპანია "იმპოსტი მეპ" აცხადებს ვაკანსიას MEP გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: ბათუმი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

ძირითადი მოვალეობებია:

** პოტენციურ მომხმარებელთა გამავალი ზარების განხორციელება;
** პოტენციურ მომხმარებელთა დაინტერესება, მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება;
** შეხვედრების დაგეგმვა;
** კომპანიის სერვისის პრეზენტაცია და მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სრული კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება, საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;

აუცილებელი უნარებია:

** პრეზენტაბელურობა;
** დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციების მომზადების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** კრეატიულობა.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@imep.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - MEP გაყიდვების მენეჯერი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე