დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
შპს "ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის" (NBT) ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. NBT ამერიკული DuPont-ის, ესპანური TheSize-ის, გერმანული Huesker-ის, ესპანური Soprema-ს და სხვა მსოფლიო კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
საქართველოს ბაზარზე 16 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიაში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: https://www.facebook.com/NextBuildingTechnologies
პოზიცია: ბუღალტერი
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვებისა და გაყიდვების ოპერაციების აღრიცხვა;
** სალაროს ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
** ნაღდი გადასახადების აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, შედარების აქტების) წარმოება და დაარქივება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (აუდიტორულ კომპანიაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საბუღალტრო პროგრამა Oris ის ცოდნა;
პიროვნული უნარ -ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქ. 36;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: 2000- 2500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე).
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@cordesign.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ნექსთ ბილდინგ ტექნოლოჯის ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|