Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=639527&print=yes&view=jobs
 
საწყობის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"ხედი", აცხადებს ვაკანსიას საწყობის ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

"ხედი" წარმოდგენილია 60 ნომრიანი სასტუმროთი, პანორამული რესტორნით, აზიური რესტორნით, საკონფერენციო დარბაზით და ღონისძიებების დარბაზით.

მდებარეობა: ქ.თბილისი;
გრაფიკი: სრული.

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული საქონლის დათვალიერება, აწონვა, გადამოწმება
** მიღებული საქონლის შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება
** საქონლის სწორად შენახვა კატეგორიის, ვადების და FIFO პრინციპის გათვალისწინებით
** ყოველკვირეული და ყოველთვიური მარაგების ინვენტარიზაცია
** ყოველდღიური გაცემების (issuance) კონტროლი და დოკუმენტირება
** მარაგების დონეზე კონტროლი და საჭიროებისამებრ მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება
** დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება ფინანსური დეპარტამენტისთვის.
** ურთიერთობა შესყიდვებთან, სამზარეულოსთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება Storekeeper-ის ან მსგავსი პოზიციაზე (სასურველია სასტუმრო ან რესტორნის სექტორში)
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (პროფესიული ტერმინოლოგიის ცოდნა უპირატესობაა)
** MS Excel-ის საბაზისო ცოდნა
** სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Micros, Material Control, FMC, Store House ან მსგავსი პროგრამები - ჩაითვლება უპირატესობად)
** ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალებზე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ფიზიკურად აქტიური და დროში ეფექტური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელ. მისამართზე: hr@khedihotel.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწყობის ადმინისტრატორი".

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას ერთი წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია