Робота для біженців з України
ავტომატიზაციის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომატიზაციის ინჟინერი
მომწოდებელი: ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
ქიმიური მასალების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტომატიზაციის ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები: ავტომატიზაციის სისტემების მომსახურება.

მოთხოვნები და ცოდნა:

** სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი საინჟინრო, ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით.
** ელექტრონიკის, საწარმოო პროცესების ავტომატიზაციის, კომპიუტერული ტექნოლოგიების საფუძვლების ცოდნა.
** ელექტრონული საკონტროლო მზომი ხელსაწყოების და გამოთვლითი ტექნიკის მონტაჟი და ექსპლუატაციის ზოგადი წესების ცოდნა.
** Windows ოპერაციული სისტემის ტიპობრივი რესურსების და MS Office ცოდნა, ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენა/რედაქტირება, ელექტრონული ცხრილების გამოყენება გამოცდილება: სასურველია მუშაობის სტაჟი მსგავს მიმართულებებში.
** ენები: ქართული კარგად, სასურველია რუსული და ინგლისური.

მოვალეობა: ავტომატიზაციის სისტემების მომსახურება, სისტემების დამუშავებასა და მონტაჟში მონაწილეობის მიღება, ხელსაწყოების დაკალიბრება.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი)
** საწარმო მდებარეობს თბილისში, საბურთალოს რაიონი.
** ანაზღაურება 500-800 დოლარის ეკვივალენტი ლარებში, დარიცხვით. (დამოკიდებულია პრეტენდენტის განათლებასა და უნარებზე)
** კომპანიაში დასაქმებულთათვის არსებობს დამატებით ბენეფიტები (ჯანმრთელობის დაზღვევა, Fitpass).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე: tamo787@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ავტომატიზაციის ინჟინერი".

განაცხადის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე