Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=639491&print=yes&view=jobs
 
პროდუქტისა და პორტფელის ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტისა და პორტფელის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტისა და პორტფელის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ფილიალი: სათაო ოფისი (ა.წერეთლის 118) იხ.მისამართი
ვაკანსიის რაოდენობა: 1
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების ანალიზი;
** ანალიზის შედეგების ვიზუალიზაცია, წარდგენა;
** ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი ცვლილებების ინიციირება;
** პროდუქტების და პროცესების ხარჯებისა და მომგებიანობის შესწავლაში მონაწილეობა, შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
** ბონუსური, პრემიული სისტემების ეფექტიანობის ანალიზი და ანალიზის შედეგების წარდგენა;
** ბიუჯეტის მომზადების/ ჩაშლის პროცესში მონაწილეობა;
** ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების ანალიზი, შედარება დაგეგმილ პარამეტრებთან.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS SQL-ის ცოდნა სასურველია;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
** ბიუჯეტირების პრინციპების ცოდნა;
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 15 ივნისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია