დასახელება:
აკადემიის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Levels Academy
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას აკადემიის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისი
** სამუშაო საათები: 5 სამუშაო დღე, 40 საათი
** ანაზღაურება: 2 თვე გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1000 ლარი
** გამოსაცდელი ვადის შემდეგ 2000 ლარი (დარიცხული); ზრდის პერსპექტივით + ბონუსები
ძირითადი მოვალეობები:
** აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის ყველა ასპექტის მართვა და ცენტრის ფუნქციონირების კონტროლი
** ორგანიზაციული მიზნებისა და განვითარების გეგმის დასახვა
** პრიორიტეტული სამუშაოს განსაზღვრა
** სასწავლო გეგმების ჩამოყალიბება და დანერგვა
** მოსწავლეების მონაცემთა ბაზების შექმნა, ინფორმაციის ანალიზი და მონიტორინგი
** მასწავლებლების შერჩევა აკადემიის კონცეფციის შესაბამისად
** მასწავლებლების მუშაობაზე დაკვირვება და ხარისხის კონტროლი
** სწავლის პროცესის მონიტორინგი
** მასწავლებლებთან და სტუდენტებთან პერმანენტული შეხვედრების გამართვა
** კორპორაციული კლიენტების მოზიდვა
** სატელეფონო ზარების, მეილებისა და სხვა ელექტრონული შეტყობინებების პასუხი
** სტუდენტებისთვის აქტივობების და ივენთების დაგეგმვა
** ახალი სასწავლო წლის დაგეგმვა/დაწყება
** ინფორმაციის ვებ გვერდზე და სოციალურ ქსელში განთავსება
** ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება
** საზაფხულო სკოლების დაგეგმვა და განხორციელება
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა B2
** გამართული მეტყველების/გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე
** მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
შერჩევის ეტაპები:
** ტესტირება ინგლისურ ენაში
** გასაუბრება (დაენიშნებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მისამართზე: career@levels.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|