Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=639107&print=yes&view=jobs
 
შეკვეთების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ვაკე, ვლადიმერ გაბაშვილის ქ. №9
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი | ორშაბათი-პარასკევი | 10:00-19:00
ანაზღაურება: 1000 ლარი

ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ შეკვეთების მენეჯერს, რომელიც ჩაერთვება ჩვენი ონლაინ მაღაზიის ყოველდღიურ საქმიანობაში. პოზიცია მოიცავს შეკვეთების მართვას Shopify პლატფორმაზე, მომხმარებლებთან კომუნიკაციას სხვადასხვა არხით, კურიერთან მუშაობას და აღრიცხვით პროცესებს.

ძირითადი მოვალეობები:

** Shopify პლატფორმაზე შეკვეთების მიღება, დამუშავება და მენეჯმენტი
** შეკვეთების მომზადება და კურიერისთვის გადაცემა
** დაბრუნებული შეკვეთების მიღება და მენეჯმენტი
** მომხმარებლების კითხვებზე პასუხი სოციალურ ქსელებში (Instagram, Facebook, WhatsApp Business)
** მიღებული და გაგზავნილი შეკვეთების აღრიცხვა და მონაცემების განახლება
** საჭიროებისამებრ კომუნიკაცია კომპანიის მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** მაღალი ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები
** საბაზისო კომპიუტერული უნარები და Shopify პლატფორმის ცოდნა (სასურველია გამოცდილება)

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდგომი ფორმატის შევსებით: https://airtable.com/app953dmUZzulWdCx/pagYUkfkXXN5VSGer/form
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია