Робота для біженців з України
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ანაქსი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
შპს "ანაქსი" აცხადებს ვაკანსიას, შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ხოშარაულის 27 (აშენდის სავაჭრო ცენტრი)
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

"ანაქსი" გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:

** შესყიდვების სრული ციკლის მართვა და კონტროლი;
** მომწოდებლებთან ურთიერთობის შენარჩუნება და განვითარება ხარისხიანი და ეკონომიური შესყიდვების მიზნით;
** ბაზრის მუდმივი კვლევა პოტენციური მომწოდებლების გამოსავლენად და ხელსაყრელ პირობებზე მოლაპარაკების მიზნით;
** მოთხოვნილი მასალათა უწყისის ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** შესყიდვების მოთხოვნის მიღება, დამუშავება, შეძენა და უკუკავშირის მიცემა;
** ბაზარზე არსებული შესასყიდი პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა საწყობის მენეჯერთან ერთად;
** პროდუქციის ფასების მუდმივი შედარება, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** ძლიერი მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი
** პუნქტუალურობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.maglakelidze@anax.ge.

"სათაურის ველში" ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ანაქსმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ანაქსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე