Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=638661&print=yes&view=jobs
 
იურიდიული კომპანიის უფროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურიდიული კომპანიის უფროსი იურისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურიდიული კომპანიის უფროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-დან 19:00-მდე
** სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის შედგენა და ანალიზი;
** სამართლებრივი კვლევების ჩატარება;
** სამართლებრივ საკითხებზე დასკვნების მომზადება;
** კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის (წესდება, კრების ოქმები, პარტნიორთა გადაწყვეტილებები) მომზადება, ცვლილებების შეტანა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაცია;
** წარმომადგენლობა სხვადასხვა ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
** იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
** სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** იურისტად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენა მინიმუმ C1 დონეზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

სასურველია: ფინტექ ინდუსტრიის/საბანკო გამოცდილება

საკონტაქტო ელ. ფოსტა: ninikepuladze@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია