Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=636598&print=yes&view=jobs
 
საპროექტო გუნდის წევრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საპროექტო გუნდის წევრი
მომწოდებელი: არქ-კონი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
შპს "არქ-კონი" არის სამშენებლო კომპანია, რომელიც 2022 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანია ახორციელებს ლითონის კონსტრუქციების, ალუმინის და ვენტილირებადი ფასადების პროექტირებასა და შესრულებას.

ჩვენი პროფილია:

** ვენტილირებადი ფასადების პროექტირება - შესრულება;
** ალუმინის ვიტრაჟების პროექტირება - შესრულება;
** ინტერიერის მინის ტიხრების/დუშკაბინების პროექტირება - შესრულება;
** მინის და ლითონის მოაჯირების პროექტირება - შესრულება;
** მინის გადახურვების პროექტირება - შესრულება;
** მსუბუქი ლითონის კონსტრუქციების პროექტირება - შესრულება;

ვაკანსიის მოკლე აღწერა:

ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ საპროექტო გუნდის წევრს, რომელიც დაინტერესებულია ისწავლოს და ჩაერთოს ფასადების მიმართულებით პროექტირებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** აზომვით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება
** ფასადის პროექტების დამუშავება (წინასწარი და დეტალური სტადია)
** პროექტის შესაბამისად მოცულობათა უწყისის მომზადება
** მონაწილეობა პროექტის მიმდინარეობის პროცესში
** თანამშრომლობა ინჟინრებთან, კონსტრუქტორებთან და შესყიდვების გუნდთან

მოთხოვნები:

** არქიტექტურის ან სამშენებლო მიმართულების უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** სავალდებულოა ArchiCAD-ის, AutoCAD-ის პროგრამების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება Revit; Inventor და Solidworks პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე, გუნდური მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ:

** სამუშაო გარემო, რომელიც მხარს უჭერს პროფესიულ განვითარებას
** მონაწილეობა მასშტაბურ და საინტერესოთა პროექტებში
** მოქნილი და პროფესიონალი გუნდი
** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად

სამუშაო ადგილი: თბილისი, თ. ჩანტლაძის N11გ.
განაცხადის გაგზავნა: info@arch-con.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია