დასახელება:
სასწორის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
საქართველოს ცემენტის კომპანია
|
გამოქვეყნდა: 23 მაისი
/ ბოლო ვადა: 23 ივნისი
|
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" აცხადებს ვაკანსიას სასწორის ოპერატორის პოზიციაზე.
ვაკანსიის მდებარეობა: ქ. ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (ცვლის თანამშრომელი)
გრაფიკი: ორშაბათი - კვირა 09:00 - 09:00 (24 საათიანი სმენა), შესვენება სმენაში 4 საათი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ინერტული მასალის მიღება, აწონვა, შედარება ზედნადებთან და ელექტრონულად დამუშავება/შენახვა;
** სასწორის ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და რეპორტის მომზადება ტექნიკური განყოფილებისთვის;
** რეალიზებული ცემენტის ზედნადებებისა და ცემენტმზიდის ანგარიშ ფაქტურების პროგრამული უზრუნველყოფა;
** მასალების სწორედ გადანაწილება და შესაბამის განყოფილებებში გადაგზავნა;
** აწონვის ბარათის (ამონაწერის) მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სამშენებლო ტექნოლოგიების მიმართულებით
** 1 წლიანი გამოცდილება სასწორის ან სხვა ტექნიკური აღჭურვილობის ოპერირებაში
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (EXCEL, WORD, RS) ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობა
** კეთილსინდისიერება
კომპანია უზრუნველყოფს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კომფორტული სამუშაო გარემო
კანდიდატების შერჩევა მოხდება: სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gcco.ge 20 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: სასწორის ოპერატორი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|