Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=636510&print=yes&view=jobs
 
გენერალური დირექტორის მოადგილე/საოპერაციო დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გენერალური დირექტორის მოადგილე/საოპერაციო დირექტორი
მომწოდებელი: საქართველოს საპენსიო ფონდი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს ვაკანსიას გენერალური დირექტორის მოადგილის (საოპერაციო დირექტორი) პოზიციაზე.

კონკურსის ტიპი - სხვა
კატეგორია - მართვა/მენეჯმენტი
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 15 ივლისი
თანამდებობრივი სარგო თვეში - 10, 000-15, 000 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა - 1
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი
სამსახურის ადგილმდებარეობა - საქართველო, თბილისი

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი არის "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისთვის, მართვისა და ადმინისტრირებისთვის.

საქართველოს საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის (საოპერაციო დირექტორი) მოვალეობებია, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

** საპენსიო შენატანების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა/მონიტორინგი;
** დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების მართვა და თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების/სიახლეების/ცვლილებების ინიცირება/მართვა/მხარდაჭერა;
** დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებთან დაკავშირებით პრიორიტეტების განსაზღვრა, კოორდინაცია და მათი შესრულების კონტროლი;
** დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ფონდის მიზნების, ამოცანების, პრიორიტეტების პერიოდულად გადახედვა, ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება და დადგენილი წესით ფონდის გენერალური დირექტორისთვის წარდგენა;
** საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ფონდის ნორმატიული აქტებით და შიდა რეგულაციებით/წესებით გათვალისწინებული და მათგან გამომდინარე სხვა ვალდებულებების შესრულება.
** უფლებამოსილების ფარგლებში, გენერალური დირექტორის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი მიმართულებით/სპეციალობით როგორიცაა: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტრული აღრიცხვა, სამართალმცოდნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, რაოდენობრივი მეთოდები ან სხვა შესაბამისი მიმართულებით მიღებული უმაღლესი განათლება.
** ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გამოცდილების შეფასებისას, გენერალური დირექტორის მოადგილისათვის (საოპერაციო დირექტორი) კანონით დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:

** საპენსიო ან საინვესტიციო ფონდის აქტივების მართვა;
** საბანკო სექტორი და ფინანსური ბაზრები;
** ფინანსური სექტორისთვის რელევანტური სამართლებრივი მოთხოვნები;
** სტრატეგიული დაგეგმვა, საპენსიო ფონდის ბიზნესსტრატეგია და ბიზნესგეგმა;
** აუდიტი და ბუღალტრული აღრიცხვა;
** კორპორაციული მართვა, რისკის მართვა, ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი.

ასევე მხედველობაში მიიღება:

** წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიცია და მისი იერარქიული დონე;
** წარსულში დაკავებულ ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნის ხანგრძლივობა;
** იმ ორგანიზაციის საქმიანობა, კომპლექსურობა და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც პირი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას;
** წარსულში დაკავებული ხელმძღვანელი პოზიციის კომპეტენციები და პასუხისმგებლობები;
** დაკავებული პოზიციის მეშვეობით შესაბამის სფეროში მიღებული დარგობრივი ცოდნა;
** დაქვემდებარებულ პირთა რაოდენობა.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ლიდერობა;
** მოლაპარაკების უნარები;
** გუნდურობა;
** სტრატეგიული აზროვნება;

დამატებითი მოთხოვნები:

** გენერალური დირექტორის მოადგილე (საოპერაციო დირექტორი) უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს რეზიდენტი პირი საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წესით;
** კანდიდატს მოეთხოვება საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის (MS Office Word, Outlook, PowerPoint, Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სრულყოფილად უნდა ფლობდეს ქართულ ენას. უპირატესობად მიიჩნევა ინგლისური ენის ცოდნაც.

დამატებითი ინფორმაცია:

** გენერალური დირექტორის მოადგილის (საოპერაციო დირექტორი) უნდა შეფასდეს დასანიშნი პირის შესაფერისობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 28 თებერვლის N51/04 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესი წესის" შესაბამისად და გათვალისწინებით. აღნიშნული ბრძანება საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6430669?publication=0
** არ შეიძლება საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ (საოპერაციო) დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად.
** საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეზე (საოპერაციო დირექტორი) ვრცელდება "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. გენერალური დირექტორის მოადგილე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.
** პოზიცია ითვალისწინებს წლიურ ბონუსს, რომელიც გაიანგარიშება შესრულების ძირითადი ინდიკატორებისა და წლიური ანაზღაურების მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე (Curriculum Vitae), რომელიც უნდა შეიცავდეს კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დეტალებს (სამუშაო გამოცდილების ზუსტ პერიოდებსა და დეტალურ აღწერას). ასევე რეზიუმეში სავალდებულოა ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება;
** სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა აისახოს კანდიდატის უპირატესობები და შესაბამისობა წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან (არასავალდებულო);
** შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
** ნებისმიერი სხვა დოკუმენტი (სერტიფიკატი, ლიცენზია და სხვა) რომელიც ადასტურებს კანდიდატის კვალიფიკაციას;
** სავალდებულოა კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ელექტრონული ფოსტის სათაურში აღნიშნული ვაკანსიის სრული დასახელების მითითება.
** კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურსში აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის შემდეგ მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: HR@pensions.ge.

კონკურსის ეტაპები:

კონკურსი შესაძლებელია შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** შესაფერისობის შემოწმება.

სამართლებრივი რეგულირება, რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება:

** საქართველოს კანონი "დაგროვებითი პენსიის შესახებ";
** საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** საქართველოს კანონი "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
** საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის (N51/04; 28.02.2025წ.) ბრძანება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი წესის დამტკიცების თაობაზე";
** საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება (№01; 01.05.2025წ.) "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საპენსიო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ".

განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე

კანდიდატების პერსონალური მონაცემები დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით).

შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით კანდიდატს მოეთხოვოს მის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია