Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=636002&print=yes&view=jobs
 
ღვინის დამხმარე მასალების/მზა პროდუქციის საწყობის მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღვინის დამხმარე მასალების/მზა პროდუქციის საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: თელედა ორგო
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
შპს "თელედა" ღვინის და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია.

მდებარეობა: თელავის რაიონი, სოფელი კისიხევი

ვაკანსია: ღვინის დამხმარე მასალების და მზა პროდუქციის საწყობის მენეჯერი

ანაზღაურება: დამოკიდებულია გამოცდილებაზე

სამუშაოს აღწერა:

** შესყიდვის პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
** შეკვეთების გადაზიდვების დაორგანიზება და კონტროლი.
** შემოსული პროდუქციის მიღება, აღწერა, ხარისხის შემოწმება და დასაწყობება.
** მარაგების მართვა და ნაშთების კონტროლი. საწყობის გეგმური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა და კონტროლი.
** შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტების წარმოება, დასაწყობებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შენახვა, მიღებისა და გაცემის საბუთების გაფორმება.
** მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება.
** საწყობის აღჭურვილობისა და ინვენტარის მდგომარეობის მონიტორინგი.
** საწყობში უსაფრთხოებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის ორგანიზება საწყობის სანიტარული მდგომარეობის მონიტორინგი და ორგანიზება

მოთხოვნები:

** შესყიდვების გამოცდილება.
** ლოჯისტიკის მიმართულებით გამოცდილება.
** ინვენტარიზაციის ჩატარების გამოცდილება.
** საწყობის დოკუმენტბრუნვის მართვის გამოცდილება.
** Microsoft office/ Excel ცოდნა

სამუშაო განრიგი:

** 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 18:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი 2025 წ.

info@teleda.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია