Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=635977&print=yes&view=jobs
 
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი - დეკრეტის შემცვლელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი - დეკრეტის შემცვლელი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხების კოორდინაცია;
** კომუნიკაციების გეგმის აღსრულების პროცესში ჩართვა;
** მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის მართვა;
** მედია საშუალებებთან კომუნიკაცია. ბეჭდურ, სამაუწყებლო და ონლაინ მედიებში ბიზნესთან დაკავშირებული მასალების ოპტიმალური განთავსების გეგმის შემუშავება და მართვა;
** ბიზნესის მიმართულებებთან ურთიერთობა, მათი მარკეტინგული კამპანიების/ბიზნეს საჭიროებების საკომუნიკაციო სტრატეგიების განხორციელება;
** საკომუნიკაციო პროექტებში ჩართვა და განხორციელება;
** პრესრელიზების და სტატიების მომზადება;
** საზოგადოებასთან ურთიერთობის შედეგების რეპორტინგი, ანალიზი და კომუნიკაცია არსებული სამოტივაციო სქემების პერიოდული გადახედვა, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების ინიციირება.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** წერის გამორჩეული სტილი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, ანალიტიკისა და მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1774

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია