Робота для біженців з України
ტექნიკური სპეციალისტი - მუხრანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: შატო მუხრანი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
სს "შატო მუხრანი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: სოფ. მუხრანი, მცხეთა
განაკვეთი: სრული

პოზიციის როლი:

ამ პოზიციაზე დანიშნულმა პირმა უნდა შეძლოს, წვრილი/საშუალო/დიდი ტექნიკური პრობლემების დროულად, წინსწრებით აღმოჩენა, გადაჭრის გზების მოძიება და ამ გეგმების უმოკლეს ვადებში შესრულება. ტექნიკური საკითხების პრიორიტეტებად დაყოფა. პერიოდული და მიმდინარე საკითხების ყოველდღიური კონტროლი. რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს მოწყობილობებისა და ინფრასტრუქტურის ზედამხედველობა;
** საწარმოს ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა;
** საწარმოს ენერგეტიკული უზრუნველყოფა (გაზი, წყალი, ელ.ენერგია, საკანალიზაციო სისტემა);
** საწარმოში არსებული ყველა კომუნიკაციის გამართულად მუშაობის კონტროლი;
** საწარმოს ტექნიკური ბაზის და საშუალებების მოვლა და დაცვა;
** შენობა-ნაგებობებში და ტერიტორიაზე წყალ-კანალიზაციის გამართული მუშაობის, მისი რემონტის, გამწმენდი ნაგებობების მუშაობის ორგანიზება;
** ტექნიკური სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციის მუდმივი მონიტორინგი;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების ფაილინგის შექმნა და დაარქივება;
** პერიოდული და ყოველდღიური რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;

კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი აკადემიური განათლება, საინჟინრო ან სხვა ტექნიკურ სფეროში
** სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ სფეროში
** ენერგეტიკის, მექანიზაციის და ტექნიკური დანადგარების ცოდნა
** შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების ცოდნა
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა (ექსელი, ვორდი, აუთლუქი)
** სასურველია ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: recruitment@mukhrani.com არაუგვიანეს 2025 წლის 20 ივნისისა. გთხოვთ, საგნის ველი (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: (ტექნიკური სპეციალისტი).

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე