Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=635918&print=yes&view=jobs
 
პრომოუტერის/კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერის/კონსულტანტი
მომწოდებელი: Ecomix
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
შპს "EOMIX" - სამშენებლო მასალების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის/კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისის სავაჭრო ცენტრში.

სამუშაო ადგილი: შპს ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება აუცილებელია
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ფიზიკურად მუშაობის უნარი
** გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** თავდაჯერებულობა და მოტივირებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** პროდუქტის საფუძვლიანად შესწავლის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოთხოვნების გაგება, პროდუქციის შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების ხელშეწყობა, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა პროდუქციაზე;
** კონკურენტების ანალიზში მონაწილეობის მიღება, მათი შეთავაზებების, მომსახურების და პროდუქციის შესწავლა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე და პასპორტის ზომის ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: ecomixgeo@gmail.com (გთხოვთ ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია