დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
ასპ-გრუპი
|
გამოქვეყნდა: 21 მაისი
/ ბოლო ვადა: 21 ივნისი
|
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/
კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge
პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი ლილო;
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 საათები;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** კომპანიის ხელშეკრულებების/შეთანხმებების სამუშაო პროექტების მომზადება;
** მიმდინარე ხელშეკრულებების სამუშაო პროექტების კორექტირება-ანალიზი;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების კონსულტირება კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე;
** კომპანიის წარმომადგენლობა სამეწარმე/საჯარო რეესტრში და ადმინისტრაციულ ორგანოებში. აღნიშნული ორგანოებისთვის/ორგანოებიდან საზოგადოების საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის, მომზადების ან/და გამოთხოვის უზრუნველყოფა;
** კომპანიის დოკუმენტაციის სანოტარო წესით დამოწმების უზრუნველყოფა;
** კომპანიის წერილების/კორესპონდენციის მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა;
** გაფორმებული ხელშეკრულებების აღრიცხვა და მათ შესრულებაზე კონტროლი სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის ყოველდღიური, მიმდინარე საქმეების განხორციელება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კორპორატიულ სფეროში იურისტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** საგადასახადო სამართლის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|