Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: სუზალა
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
საბითუმო სავაჭრო სუპერმაკეტი "სუზალა" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 18 წლის განმავლობაში და საქმიანობის სფერო მოიცავს არა მხოლოდ საცალო ვაჭრობას, არამედ პურ-ფუნთუშეულის წარმოებას. ჩვენთან შეგიძლიათ ყოველდღიურად შეიძინოთ არტიზანული პური, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხითა და გემოთი.

არტიზანული პურის საცხობი "სუზალა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ქალაქი თბილისი, მეტრო ახმეტელთან, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო განაკვეთი: სრული, თვეში მხოლოდ 16 სამუშაო დღე
ანაზღაურება: დღიური 50 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ;
** თაროების პროდუქციით შევსება, კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით;
** პროდუქციის შესაფუთში ჩალაგება და მიწოდება მომხმარებლებისათვის;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელშეწყობას გრაფიკზე;
** ანაზღაურებად სტაჟირებას თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში;
** საბონუსე სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScnBIfLWNNuzZk_N5F1gPlsDkCsVdrVAbSqjeFSJL8aFpaL7A/viewform
ასევე შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რეზიუმე მეილზე: anakhuroshvili3@gmail.com

სააპლიკაციო ფორმის შევსებით ან რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება "სუზალა"-ს მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.

საბითუმო სავაჭრო სუპერმარკეტი "სუზალა" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე