Робота для біженців з України
უსაფრთხოების ცვლის მორიგე - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ცვლის მორიგე
მომწოდებელი: სსიპ კოლეჯი მოდუსი
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 29 მაისი
თანდართული ფაილი: 635757_cv_2593444.zip
სსიპ "კოლეჯი მოდუსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უსაფრთხოების ცვლის მორიგე (რუსთავი).

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** მორიგეობის განმავლობაში კოლეჯის უსაფრთხოების დაცვა (მათ შორის, ტერიტორიის პერიოდული შემოვლა, სამეთვალყურეო კამერების მონიტორინგი, ვიზიტორთა აღრიცხვა);
** კოლეჯის ტერიტორიაზე მატერიალური რესურსის შეტანა-გატანის კონტროლი;
** გარე კარების ყველა საკეტის მთლიანობის უზრუნველყოფა;
** სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა;
** კოლეჯის ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა და საჭიროების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის გამოძახების უზრუნველყოფა;
** კოლეჯის წესდებით, კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით
განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.

მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული "თანდართული ფაილი" (CV) და გადმოაგზავნეთ ელფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 29 მაისი.

სსიპ "კოლეჯი მოდუსი"

ტელეფონი: 577 95 90 36
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე