Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=635710&print=yes&view=jobs
 
ინვესტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინვესტორის ასისტენტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ინვესტორის ასისტენტი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ინვესტორის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
** სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საორგანიზაციო, ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საკითხებში დახმარება;
** შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში მათში მონაწილეობის მიღება, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ;
** დოკუმენტაციების თარგმნა;
** ინვესტორთან შეთანხმებით ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის პროცესებში ჩართულობა;
** საკონფერენციო დარბაზების, ოთახების, ტაქსის, კურიერის, ფრენების, სასტუმროების, რესტორნების და სხვ. - დაჯავშნა, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ;
** შეხვედრებისა და მივლინებებისთვის დოკუმენტების მომზადება;
** მმართველი რგოლის მიმართვების შედგენა მათივე დავალებით და თანამშრომლებისთვის გადამისამართება;
** მენეჯმენტის დავალებით სხვა ისეთი ფუნქციების შესრულება რაც შეიძლება შედიოდეს პირადი ასისტენტის მოვალეობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;
** ძლიერი ფინანსური უნარები და ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
** საოფისე (MS Office) პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა).

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** მართვისა და ორგანიზების უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: tsotnejamburia@yahoo.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია