Робота для біженців з України
აღმასრულებელი დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 21 მაისი / ბოლო ვადა: 21 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე აღმასრულებელი დირექტორი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოლდინგის გრძელ ვადიანი ბიზნეს სტრატეგიის შექმნა;
** ჰოლდინგის გუნდის კოორდინირებული და ეფექტური მართვა;
** ჰოლდინგის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ეფექტური მართვა;
** ყველა ოპერაციის და ბიზნეს აქტივობის ზედამხედველობა და მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთო სტრატეგიასა და მისიასთან;
** ჰოლდინგის იმიჯზე ზრუნვა;
** კომპანიის წარდგენა ლოკალურ/საერთაშორისო ბიზნეს გარემოცვებში;
** საჭირო კომერციული გადაწყვეტილებების მიღება;
** გადაწყვეტილებების ანალიტიკური შეფასება და ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** ძლიერი ფინანსური უნარები და ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
** საოფისე (MS Office) პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე (სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა).

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** მართვისა და ორგანიზების უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: tsotnejamburia@yahoo.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე