Робота для біженців з України
ფსიქოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: საერო გიმნაზია შავნაბადა
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
შპს "დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა" კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 30 წელს ითვლის. სკოლა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

გიმნაზია შავნაბადა აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ითანამშრომლოს მასწავლებლებთან აკადემიური სირთულეების ინტერვენციის გეგმის შემუშავებაზე, დანერგვასა და განხორციელებაზე;
** აკადემიური მხარდაჭერის გეგმის განხორციელების მონიტორინგი;
** მასწავლებლების კონსულტირება სწავლებისა და ქცევის მენეჯმენტის სტრატეგიების კუთხით;
** ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციის განხორციელება იმ მოსწავლეებთან; რომლებსაც აქვთ ემოციური, სოციალური ან ქცევითი სირთულეები;
** ისეთი მენტალური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული ადრეული ნიშნების იდენტიფიცირება, როგორიც არის შფოთვა, დეპრესია ან ტრავმა;
** შესაბამისი პროგრამის შინაარსისა და მიზნების მიხედვით სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან "ფსიქოლოგის საათის" ჩატარება;
** მშობლებთან მუშაობა მათი შვილების ემოციური და აკადემიური საჭიროებების გაცნობიერებაზე;
** საჭიროებისამებრ სკოლის გარეთ მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა პროვაიდერებთან თანამშრომლობა;
** დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება კანონმდებლობისა და სკოლის შიდამარეგულირებელი პროცედურების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით (ბაკალავრი);
** სასურველია მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
** შეფასების მეთოდებისა და ინტერვენციის სტრატეგიების ცოდნა;
** ბავშვებთან და მოზარდებთან ფსიქოლოგად, ფსიქოკონსულტანტად მუშაობის გამოცდილება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge წერილის სათაურის ველში ვაკანტური პოზიციის დასახელების "ფსიქოლოგი" მითითებით.

გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ საფოსტო მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე