Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: აი სი არ თრეიდი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. "აი სი არ ჯგუფი" წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.

"აი სი არ ჯგუფის" ერთ-ერთი კომპანია "შპს აი სი არ ტრეიდი" წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.

მიმდინარედ ვაკანტური ლოკაციის ჩამონათვალი:

ქ. თბილისი:

აღმაშენებლის გამზ. მაღაზია "კორსო იტალია"
პეკინის გამზ. 25, მაღაზია "კორსო იტალია"
ვაკე - ჭავჭავაძის გამზ. მაღაზია "ბატა"
ვაჟა-ფშაველას 26. მაღაზია "ბატა" და "სტუდიო"
რუსთაველის გამზ. 18, მაღაზია "კორსო იტალია"
სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა"
სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი"
სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი საბურთალო"
სავაჭრო ცენტრი "გლდანი სითი მოლი"
სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინთი"
სავაჭრო ცენტრი "გალერეა თბილისი" - რუსთაველის გამზ.
მაღაზია "აი სი არ ფეხსაცმელი" ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი 45 (დიღომი)

ქ. ბათუმი:

** გორგილაძის 88, მაღაზია "კორსო იტალია"
** გამსახურდია/მელაშვილის 17/29 ქუჩა, მაღაზია "რიფლეი"
** სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი", მაღაზია "აისიარ ფეხსაცმელი" და "ოკაიდი"
** გამსახურდიას 23, მაღაზია "ოკაიდი"
** სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი", ლეხ და მარია კაჩენსკები 1, მაღაზია "ბატა", "ოკაიდი"

ქ. ზუგდიდი: ზუგდიდი მოლი კოსტავას 28., მაღაზია "კორსო იტალია"

სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება.

ანაზღაურება: საშუალო თვიური ანაზღაურება - 1100-1300 (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კონსულტირება და საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
** პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
** მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
** სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
** სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ მოცმული ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfLWUotpS2eSgjaoM03kKi4ZGCJi8v8ombk3HImAxBuOhvTgg/viewform?usp=pp_url

ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@icr.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი რეგიონი (მაგ. მოლარე კონსულტანტი - ქ. თბილისი, "ქარვასლა")

გისურვებთ წარმატებას!

კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში. გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდეს კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს ერთი წლის ვადისა.

აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება, წაშლა. ამისათვის, გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: vacancy@icr.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე