Робота для біженців з України
ექიმი რეანიმატოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი რეანიმატოლოგი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი რეანიმატოლოგის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: მორიგეობები.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება, ლიცენზიით ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი;
** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
** რეანიმაციის განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** რეანიმაციის განყოფილებაში პაციენტის დიაგნოსტირება და მკურნალობა;
** საერთაშორისო გაიდლაინებისა და შიდა პროტოკოლის ცოდნა;
** სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების მიხედვით.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** გულისხმიერება;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 19.06.2025-მდე ელმისამართზე vacancy@newhospitals.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე