Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=635223&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: დეტექტი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "DETECT" https://www.detect.ge/ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

შპს "დეტექტი" მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და გამოცდილ პერსონალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციებისა და განვითარებისაკენ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო სივრცეს და ინდივიდუალურ გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 1200-1500 ლარი (გამოცდილებიდან გამომდინარე)

პასუხისმგებლობები:

** შემოსავლების სამსახურის საიტზე მუშაობა RS.ge
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** ხელფასების, ბონუსების აღრიცხვა
** დახარჯული მასალების ყოველთვიური ჩამოწერა
** სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში, საბუღალტრო სფეროში;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია MS Excel-ში და ბუღალტრული პროგრამა 2C-ში მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** აუცილებელია ექსელის ცოდნა.

პიროვნული უნარები/კომპეტენციები:

** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** მოწესრიგებულობა

ბენეფიტები:

** დაზღვევა.

კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:

** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერ-ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია