Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=635072&print=yes&view=jobs
 
არასიცოცხლის დაზღვევის შემთხვევების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არასიცოცხლის დაზღვევის შემთხვევების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას არასიცოცხლის დაზღვევის შემთხვევების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. "ჯიპიაი ჰოლდინგი" გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები:

** საჭიროების შემთხვევაში არა სიცოცხლის ზარალების შემთხვევაზე გასვლა;
** შემთხვევის ადგილზე კლიენტის დახმარება და ზარალის დასარეგულირებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სადაზღვევო შემთხვევის ქეისის სრული მართვა;
** დარეგულირებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტის მოწესრიგება;
** პროვაიდერებთან, ზარალის შემფასებლებთან კონტაქტი;
** სადაზღვევო პირობების და ვადების გათვალისწინებით ზარალის დარეგულირება;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** კომუნიკაციის წარმოების უნარები;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (არასიცოცხლის დაზღვევის შემთხვევების მართვის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 19 ივნისი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია