Робота для біженців з України
საწყობის ვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ვაიზერი
მომწოდებელი: ჯი არ სი
გამოქვეყნდა: 19 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/

"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ვაიზერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე პროდუქციის, ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების და დამხმარე მასალების მიღება-აღრიცხვაში მონაწილეობის მღება (ფაქტობრივი-პროგრამული), წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება;
** სასაწყობე ფართში მიღებული პროდუქციის, ნედლეულის, ნახევარფაბრიკატებისა და მზა პროდუქციის განლაგების დაგეგმარება მათი სპეციფიკის მიხედვით;
** პროდუქციის, ნედლეულის, მზა პროდუქციისა და ნახევარფაბრიკატების შენახვის პირობების დაცვა (განლაგება, სისუფთავე და ა.შ.);
** საწყობში არსებული მარაგების მუდმივი კონტროლი, მათი აღრიცხვა წინასწარ დაგეგმილი პერიოდულობით, დანაკარგების დროული გამოვლენა, გამოვლენის შემთხვევაში რეაგირება შესაბამისი წესის/პროცედურის მიხედვით;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე პროდუქციის, ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების დატვირთვის ნორმებისა და წესების დაცვის უზრუნველყოფა (გამონაკლისი შემთხვევების ხელმძღვანელთან შეთანხმება);
** უშუალო ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგი წინასწარ დადგენილი ფორმატის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია 1c პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2025 წლის 31 მაისამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "საწყობის ვაიზერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე