დასახელება:
დღის ცვლის მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სმარტ ფინანსი
|
გამოქვეყნდა: 19 მაისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
შპს მისო "სმარტ ფინანსი" აცხადებს კონკურსს ვაკანტურ პოზიციაზე: დღის ცვლის მოლარე-ოპერატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: თბილისი - 09:30-18:00 (ორშაბათი -პარასკევი) და შაბათი - არასრული სამუშაო დღე: 09:30-14:00
სამუშაო გრაფიკი: ქუთაისი - 09:00 საათიდან 19:00 საათამდე (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.
ძირითადი მოვალეობები:
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხების გაცემა;
** ფულადი გზავნილების, კონვერტაციების განხორციელება;
** კომუნალური გადახდების შესრულება.
ანაზღაურება ხელზე ასაღები: 1000 ლარი + ბონუსები გეგმებიდან, წლიური პრემირების სისტემა, სამედიცინო დაზღვევა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@smartfin.ge.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
|
|
|
|