Робота для біженців з України
საკუთარი სატვირთო ავტომობილით მოსიარულე კურიერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკუთარი სატვირთო ავტომობილით მოსიარულე კურიერი
მომწოდებელი: ონვეი დელივერი
გამოქვეყნდა: 17 მაისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
საკურიერო კომპანია "Onway Delivery" აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილით მოსიარულე კურიერის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** გზავნილების აღება, ჩაბარება და აღრიცხვა კომპანიაში არსებული წესების შესაბამისად
** სატვირთო ავტომობილით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გზავნილების მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სატვირთო ავტომობილის ქონა
** რეგიონის კარგი ცოდნა
** აუცილებელია გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია კურიერად მუშაობის გამოცდილება)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** დისციპლინირებულობა
** ორიენტაციის უნარი
** მოტივირებულობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:30:00-19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + საწვავით უზრუნველყოფა

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდგომ ეტაპებს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განაცხადის ფორმების საფუძველზე.
** გასაუბრება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@onway.delivery. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბათუმის კურიერი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე