Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=634197&print=yes&view=jobs
 
კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ზღვა ლუდი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
მაღაზიათა ქსელი "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00
ანაზღაურება: 1300 ლარიდან (დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამაში ნომენკლატურის დარეგისტრირება: კატეგორიის, ფასის, წონის, ზომის ერთეულისა და სხვა მახასიათებლების მინიჭება;
** საბაზისო, სააქციო და სპეც ფასების დადგენა;
** გაყიდვების ყოველკვირეული ანალიზი კატეგორიის და მომწოდებლების მიხედვით (მათ შორის კატეგორიაში პროდუქტების მიხედვით);
** კონკურენტების ანალიზი;
** საბაზისო ფასების და აქციების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ასორტიმენტის დადგენა, გაფართოება და ახალი პოზიციების განხილვა;
** კატეგორიის მერჩენდაიზინგი ყველა კონკრეტული მაღაზიისთვის;
** შემოსული ზედნადებების კონტროლი მასში შემავალი: შეკვეთის ოდენობის, პროდუქციის, შესასყიდი ფასების მიხედვით;
** ყოველთვიური აქციების დაგეგმვა მომწოდებელთან;
** ფილიალების ბრუნვის, ფართის, კატეგორიის მიხედვით მინიმალური ნაშთების დადგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: staff@zgvaludi.ge. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია