დასახელება:
კორპორატიული აბონენტების მომსახურების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სქაიტელი
|
გამოქვეყნდა: 15 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.
შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული აბონენტების მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
** დასაქმების ადგილი - თბილისი
** დაქვემდებარება - კორპორატიული გაყიდვების განყოფილების ხელმძღვანელი
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურება - 1400 ლარი + ბონუსი
** გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)
დამატებით სარგებელი -
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
ფუნქცია - მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქტის სიღრმისეული შესწავლა/ცოდნა;
** პორტფელში არსებული კორპორატიული კლიენტების მომსახურება და მათი საჭიროებების მართვა;
** კორპორატიული აბონენტების ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** კორპორატიული აბონენტების პრობლემებზე დროული რეაგირება და აღმოფხვრა;
** კორპორატიული აბონენტების დავალიანებების და ჩარიცხვების კონტროლი;
** საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემების შესახებ ყოველთვიური ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
** მომსახურების გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ან ფინანსების მიმართულებით.
** იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა; სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონე;
** Excel - რეპორტინგისთვის საჭირო ცოდნა
უნარები/შესაძლებლობები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** ანალიზის უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე და სერვისზე ფოკუსირებული;
პიროვნული მახასიათებლები:
** ინიციატივიანი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარე;
** ორგანიზებული და პუნქტუალური;
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული აბონენტების მომსახურების მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|