Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=634098&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://qebuli-climate.ge/

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

პოზიცია ექვემდებარება: დირექტორს
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 24/04/2025

ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი:

მარკეტინგული სტრატეგიისა და ბრენდის განვითარების გეგმის შემუშავებაში ჩართულობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურების დიაპაზონი: 4000 ლარიდან (ხელზე ასაღები) კვალიფიკაციის შესაბამისად
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; ქებული კლიმატის სათაო ოფისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისი მარკეტინგული გეგმების მომზადება და იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
** ბაზრის ანალიზი და კომპანიის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** გაყიდვების მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა online/offline არხებისთვის, კამპანიების პროცესების კოორდინირება;
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის ანალიზი და ანგარიშგება ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბაკალავრი (მარკეტინგი, ბიზნეს ადმინისტრირება, სოციოლოგია)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება (რითეილის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** კომერციულ პროექტებში, ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების რუსული და ინგლისურის B1 ცოდნა.

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა

წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.

ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

დასაქმებულის უფლებები:

ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.

წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია