Робота для біженців з України
საცალო გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბბ დაზღვევა
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 29 მაისი
"ბბ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო კლიენტების მოძიება;
** სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;
** კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 29 მაისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე