Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=634078&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.

კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
** კომპანიის საკომუნიკაციო პოლიტიკის ჩამოყალიბება;
** ბიზნესის ზრდის ხელშეწყობა ციფრულ სივრცეში, ბრენდის ცნობადობის ამაღლება;
** კონტენტ სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** ციფრული კონტენტის შექმნის, მომზადებისა და რედაქტირების პროცესის მართვა;
** სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, Linkedin, TikTok) მართვა და ეფექტური კონტენტის შექმნა-ოპტიმიზაცია;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია, ბიუჯეტირება და მართვა;
** მომხმარებელთა ქცევის გაზომვა და ანალიზი ციფრულ სივრცეში, ანალიტიკა და რეპორტინგი სარეკლამო კამპანიების შესახებ.
** კომპანიის საიტის რეგულარული მონიტორინგი და განახლება;
** შიდა ციფრული პლატფორმების, გარე პროდუქტებისა და ონლაინ კომუნიკაციების მონიტორინგი;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის შეფასება;
** საჭიროების შემთხვევაში, მარკეტინგულ სააგენტოებთან მოლაპარაკების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** Google-ისა და Meta-ს სარეკლამო პლატფორმების ცოდნა;
** სარეკლამო ძრავების პრინციპებისა და ტექნიკების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კრეატიული აზროვნება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი."

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია