Робота для біженців з України
მერჩენდაიზერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: იბერია რეფრეშმენტსი
გამოქვეყნდა: 15 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
სს "იბერია რეფრეშმენტსი" არის " პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ამჟამად არის კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group-ის " წევრი და აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და სნექების კატეგორიის (Lay`s, Doritos, Cheetos და სხვ.) დისტრიბუცია.

ასევე ახორციელებს " Max Power-ის" და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებასა და დისტრიბუციას საქართველოში.

სს " იბერია რეფრეშმენტსი - პეპსი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

ძირითადი მოვალეობა:

** მარაგებისა და სტენდების კონტროლი;
** პროდუქციის ვადების კონტროლი;
** სავაჭრო წერტილებში პრომოუტინგის აქტივობებისთვის, დამატებითი სადემონსტრაციო ადგილის მოწყობა;
** მაღაზიებში მაღალი ხარისხის მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და მერჩენდაიზინგის მიმართულებით;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ანაზღაურება: 1000 ლარი;
** საწვავი;
** მანქანის ცვეთის ხარჯი;
** კორპორატიული სამედიცინო დაზღვევა (სტანდარტული პაკეტი);
** კორპორატიული SIM ბარათი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@pepsi.ge

ელწერილის სათაურში (" Subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - " მერჩენდაიზერი".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 13 ივნისი.

კომპანია "იბერია რეფრეშმენტსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე