Робота для біженців з України
ასისტენტი ნახევარ განაკვეთზე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ასისტენტი ნახევარ განაკვეთზე
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის (ნახევარ განაკვეთზე) პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ და მოტივირებულ ასისტენტს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ორგანიზაციულ საქმეებში. თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული, სწრაფად ადაპტირებადი და შეგიძლია სხვადასხვა დავალების პარალელურად მართვა, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

1. უძრავი ქონების და რემონტის პროცესების კოორდინაცია

უძრავი ქონების პროექტების მართვა, რემონტის პროცესის დაგეგმვა და ზედამხედველობა, მომწოდებლებთან და ხელოსნებთან კომუნიკაცია და დოკუმენტაციის მოწესრიგება.

2. შესყიდვების და პროდუქტების მართვა

საჭირო ნივთების, ტექნიკისა და მასალების მოძიება და შეკვეთა, მომწოდებლებთან ურთიერთობა, მარაგების აღრიცხვა და განახლება.

3. განათლებისა და პიროვნული განვითარების მხარდაჭერა

ტრენინგების, კურსებისა და პროფესიული განვითარების რესურსების მოძიება, რეგისტრაციაში დახმარება, დროის ორგანიზება და საჭირო მასალების მართვა.

4. პირადი კალენდრისა და შეხვედრების კოორდინაცია

დღის განრიგის მართვა, შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, დროის ეფექტური მართვა და რელევანტური ინფორმაციის წინასწარ მომზადება.

5. ბიზნესისა და ინვესტიციების მხარდაჭერა

ბიზნეს პროექტებსა და ინვესტიციებთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება, დოკუმენტაციის მოწესრიგება, საინვესტიციო შესაძლებლობების მონიტორინგი და კოორდინაცია.

6. პროექტების დახარისხება და განახლება

მიმდინარე პროექტების პროგრესის მონიტორინგი, სტატუსების განახლება, პრიორიტეტების გადახედვა და შესაბამისი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება ორგანიზებული გარემოს შესანარჩუნებლად.

7. ყოველკვირეული რეპორტინგი

ყოველკვირეული ანგარიშების მომზადება შესრულებული სამუშაოს, მიმდინარე საკითხებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. სტატისტიკისა და ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი საჭიროებისამებრ.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი & დეტალებზე ორიენტაცია
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი & დროის ეფექტური მართვა
** კომუნიკაციის კარგი უნარები როგორც ქართულად, ისე ინგლისურად (მინიმუმ B2 დონეზე)
** სხვადასხვა ხელსაწყოების ცოდნა და სწრაფი ათვისება — Google Workspace, Excel/Sheets, Project Management tools (Asana, Trello, ან მსგავსი).
** სწავლისა და განვითარების სურვილი
** პოზიტიური დამოკიდებულება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: paresumes2023@gmail.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე