Print | Close
https://www.jobs.ge//ge/ads/?id=633977&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ვიანი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 28 მაისი
სს "ვიანი" აცხადებს ოფისის მენეჯერის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ხუთი სამუშაო დღე (შაბათ-კვირის გარდა)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საკანცელარიო საქმიანობის მხარდაჭერა და გამართულობის უზრუნველყოფა;
** მივლინების პროცესის მხარდაჭერა ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და შესაბამის რგოლებთან კომუნიკაციის წარმოებით;
** ოფისის გამართულად და უწყვეტად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საოფისე მარაგების მონიტორინგი, შესყიდვისა და მიწოდების უზრუნველყოფა;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და სატელეფონო ზარების მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სასერტიფიკატო განათლება ოფისის და/ან ადმინისტრაციული მენეჯერის მიმართულებით;
** სასურველია კანცელარიის სპეციალისტად ან ოფის მენეჯერად მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 6 თვისა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** ლიტერატურული ქართულით წერის უნარი/გამართული ქართულით მეტყველება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტაცია და სერვისულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტურად გამოყენება;
** შედეგზე ორიენტაცია;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 მაისი, 2025

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1283

`სს "ვიანი` მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია