Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: ბეკო
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "ბეკო" საქართველოს ბაზარზე 26 წელია ფუნქციონირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 98- სავაჭრო წერტილს აერთიანებს.

კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე, ინოვაციური ტექნიკა, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი და სტრატეგია - ცვლილება უკეთესობისკენ!

კომპანია "ბეკო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ლოჯისტიკის მენეჯერის თანაშემწე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1800 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისცენტრში აღნიშნულ პოზიციაზე
** ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა, თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
** 1C ERP მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Power Point, Excel, Internet, Ms.Office) ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** სერვისში შემომავალი ზარების პასუხი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა;
** შეკვეთილი სათადარიგო ნაწილების მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ რაოდენობების შევსება;
** სათადარიგო ნაწილების მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცედურების გატარება;
** შეკვეთებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** სახელოსნოში შემოსულ პროდუქციაზე შეკვეთის მომზადება და შესაბამისი ნაწილების გაწერა;
** სათადარიგო ნაწილების მომხმარებლებზე რეალიზაცია;
** სერვისის ტექნიკურ პერსონალზე სათადარიგო ნაწილების გაცემა და უკან დაბრუნების კონტროლი;
** ინვენტარიზაცია;
** ინვოისების მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის;

დამატებითი უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინდივიდუალურ გასაუბრებას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადააგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე HR@technoshop.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.

გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველ პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნეს განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV), შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მისი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@technoshop.ge.

ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/CV) გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე