დასახელება:
გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
რესტორნების ქსელი ლეგატო
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
რესტორნების ქსელი "ლეგატო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** ხუთი სამუშაო დღე კვირაში
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ
** ადგილმდებარეობა - თბილისი
** ანაზღაურება - ფიქსირებული + ჯამური რეალიზაციის შესაბამისად
შესასრულებელი ამოცანები:
** კომპანიის ბაზარზე პოზიციონირების კვლევა და კონტროლი;
** კვლევებზე დაფუძნებული ბრენდის სტრატეგიის შემუშავება;
** ბრენდის ცნობიერების ამაღლებისთვის და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის კამპანიების გატარება და მართვა;
** სარეკლამო ბიუჯეტის მართვა და ეფექტიანობის ანალიზი: ბიუჯეტის გეგმის შედგენა, შედეგების მონიტორინგი, რეკლამების ოპტიმიზაცია;
** სამომხმარებლო ტენდენციების გაზომვა და ანალიზზე დაფუძნებით ბრენდის განახლებაზე მუშაობა;
** ბრენდის ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობა;
** ბრენდის განვითარება ადგილობრივ ბაზარზე;
** ბრენდის განვითარებისთვის წლიური მარკეტინგული გეგმის ჩამოყალიბება, განხორციელება და მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი. ციფრული და ტრადიციული არხების გამოყენება (Facebook, Instagram, სარეკლამო ბანერები და ა.შ.);
** დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიების მიზანთან შესაბამისობის შეფასება და რეკომენდაციის გაცემა;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება, ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით;
** სავალდებულოა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.
** უცხო ენების (ინგლისური) სრულყოფილად ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერითი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
დაკავშირების წესები:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@legateau.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 577148406.
|
|
|
|